არჩილ თალაკვაძე - რასაც ჟურნალისტები საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, ეს აისახება კანონმდებლობაში

რასაც ჟურნალისტები საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, ეს აისახება კანონმდებლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში და თავისუფალი მედიის პირობებში, არანაირი პრობლემა არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, წარმოადგინოს პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს.

"თქვენ ჟურნალისტები, მაინტერესებს, როცა სიუჟეტს აკეთებთ, გაქვთ, თუ არა პოზიტიური ვალდებულება, ინფორმაცია გადაამოწმოთ და მეორე მხარესაც მისცეთ პასუხის და პოზიციის გამოხატვის საშუალება? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ამის პოზიტიური ვალდებულება გაქვთ. მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა ცილისმწამებლურ განცხადებებთან, ყალბ ნიუსებთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის, რასაც თქვენ საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, აისახება კანონმდებლობაში და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალი მედიის პირობებში, არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, პასუხი გასცეს კითხვებს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს და მაღალი საჯარო ინტერესის საგანი ხდება ხოლმე. რაც შეეხება სასამართლო დავებს, თუ დავების რაოდენობამ მოიმატა, ეს ახლა გახლავთ მომატებული იმის გამო, რომ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

"მაუწყებლობის შესახებ კანონს “პასუხის უფლების” შესახებ სპეციალური მუხლი ემატება.

კანონპროექტით პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა. პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.

მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს