ანა ნაცვლიშვილი - სუს-ი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უნდა იცავდეს, „ქართულ ოცნებას“ მივლენილი ჰყავს სხვების საცვლებში საძრომიალოდ - ეს არის აბუჩად აგდება, რომელსაც არ უნდა ითმენდნენ ამ სექტორში დასაქმებული გონიერი ადამიანები

როცა უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებას უნდა იცავდეს და ამ დროს ეს ადამიანები მივლენილი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ სხვების საცვლებში საძრომიალოდ, ეს არის იმ ხარისხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და დაკნინება, რომ არ მგონია, ამას უნდა ითმენდნენ გონიერი ადამიანები, ვინც ამ სექტორში მუშაობენ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკანონო თვალთვალის თაობაზე 17 სექტემბერს, მედიაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თანაგუნდელებსაც უსმენს და აშანტაჟებს.

„არა მხოლოდ ოპოზიციას უთვალთვალებს სუს-ი, ეს ოპოზიციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ეს პრობლემაა მოქალაქეებისთვის, რადგან „შაბათის ეთერში“ გამოქვეყნებული მასალები ნათლად ადასტურებს, რომ არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებს უსმენს „ქართული ოცნება“, არამედ თავის თანაგუნდელებს. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მიდიან და „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევენ და ჰგონიათ, კონკრეტულ სახელებს და გვარებს აძლევენ ხმას, რომლებიც რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ხალხის სასარგებლოდ, უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირ გადაწყვეტილებებს ხალხის სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერ მიიღებენ, რადგან ისინიც არიან კონტროლის და შანტაჟის ქვეშ. ამიტომ გააფართოვა მათ შორის თვალთვალის შესაძლებლობა „ქართულმა ოცნებამ“ კანონში, რომ უსაფრთხოების სამსახურებში არ მუშაობენ უტვინო ადამიანები. მათ კარგად იციან, რომ უკანონო სქემებში არიან ჩართულნი და ეშინიათ პასუხისმგებლობის. სწორედ ამიტომ შეცვალეს კანონი ცოტა ხნის წინ, რომ ის, რასაც აქამდე უკანონოდ აკეთებდნენ, ახლა გახდეს კანონიერი. ეს არის შიში, რომელიც საფუძვლიანად არის სამართალდამცავ უწყებებში,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის შესახებ იყო საუბარი. არხის ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს