ნიკა სიმონიშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ - ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი განმარტავს, თუ საჭირო იქნება კრიტიკას არ მოერიდება და ამასთან „არც თანამშრომლობაზე დაზარდება“.

„ამ ეტაპისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპისთვის არ შემიძლია რაიმე ეჭვი შევიტანო ამ სამსახურის საქმიანობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, აქტიურად მივადევნებთ თვალს სამსახურის საქმიანობას. ჩვენი მიზანია, რომ ეს ინსტიტუცია ძლიერი იყოს. თუ საჭირო იქნება არც კრიტიკას მოვერიდებით და არც თანამშრომლობაზე დავზარდებით“, - აღნიშნავს სიმონიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო