შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში ნაბიჯები კიდევ გადაიდგას.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ და ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

„დღეს იმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია. რასაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, დადასტურდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურის გაყოფა იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან გარკვეულწილად აქ იყო ინტერესთა კონფლიქტი და ფუნქციები იყო აღრეული. პარლამენტიდან ამ უწყებას სრული მხარდაჭერა აქვს, რადგან ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, მათი გასაჯაროება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით. პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს სამსახური. არის იდეები, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება გაიგებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის 1-ელ მარტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს