შალვა პაპუაშვილი საარჩევნო რეფორმაზე - როდესაც საქმეში ერთვება ტექნოლოგია, იქ სპეკულაციისთვის სივრცე არ ჩნდება

როდესაც საქმეში ერთვება ტექნოლოგია, იქ სპეკულაციისთვის სივრცე არ ჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად 70%-ში იქნება ელექტრონული მთვლელები, დარჩენილ ნაწილში კი ელექტრონული სკანერი და ყველა ბიულეტენი გაციფრულებული იქნება.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ამ ნაბიჯით 2021 წელს გატარებული საარჩევნო რეფორმის დასრულება იქნება. იცით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების შემოტანა მაშინ გადაწყდა. დღეს არსებული გადაწყვეტილებით ჩვენ 100%-იანი გაციფრულება გვექნება. იცით, რომ მინიმუმ 70%-ში იქნება ელექტრონული მთვლელები, დარჩენილ ნაწილში კი ელექტრონული სკანერი, შესაბამისად ყველა ბიულეტენი გაციფრულებული იქნება.

არათუ სპეკულაციის შესაძლებლობა არ ექნებათ, ამასთან დაკავშირებით მცირედი პრეტენზიაც კი არ იქნება. ეს დაგვანახა ბათუმის შუალედურმა არჩევნებმა. როდესაც საქმეში ერთვება ტექნოლოგია, იქ სპეკულაციისთვის სივრცე არ ჩნდება. გარდა ამისა, არის სხვა საკითხები, რომელიც ამ ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა.

იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი არ მონაწილეობდა ბოლო შეხვედრებში. ისინი საბოლოოდ გამოეყვნენ იმ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ნიშნავს. შედეგი დავინახეთ, რომ ხარისხობრივად რაიმე წუნი არ ექნება ამ შედეგს. მნიშვნელოვანი შედეგი ექნება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო