გიგა ბოკერია - ხელისუფლება ბინძური, უკანონო მეთოდებით ხარჯავს რესურსს მოქალაქეებისა და ოპონენტების წინააღმდეგ - ერთადერთი გამოსავალი რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებაა

ჩვენ გვაქვს მორიგ ჯერზე მკაფიო მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება, ანუ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს გარე თუ საზოგადოების შიდა მტრების წინააღმდეგ მოქმედებების ნაცვლად, საკუთარ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ხარჯავს რესურსს უკანონოდ, თან ძალიან ბინძური ფორმით , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სავარაუდოდ უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ბოკერიას განცხადებით, ის, რომ ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა რეაგირება, ან თუნდაც ხვალ რომ მოხდეს ფორმალური რეაგირება, არაფერს შეცვლის.

„არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ჯერ კიდევ იმ ვითარებაში ვართ, როცა ინსტიტუტებს შიგნით ამ ყველაფრის დაძვრის მცდელობა ღირს, თუნდაც იმის დემონსტრირებისთვის, რომ ინსტიტუტები არ მუშაობს. ამ ზღვარს გაცდენილია ყველაფერი. ამ ყველაფერს აზრი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რეჟიმი კედელთან იქნება მიყენებული და მორყეული. ამ ვითარებიდან საბოლოო გამოსავალი არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. სხვა ყველაფერი არის თავის მოტყუება ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ნებისმიერი ინსტრუმენტის, კომისიებისა და სხვა დანარჩენის შედეგად.

შეიძლება დადგეს მომენტი, სასურველია, რაც შეიძლება მალე, როდესაც ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ რეჟიმს, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ვაიძულოთ, ოღონდ ახლა ეს ვითარება არ არის და უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილმა გაიგოს ეს ძალიან მძიმე და მარტივი ამბავი - ივანიშვილი და ჩვენი უსაფრთხო, თავისუფალი, დასავლური მომავალი არის შეუთავსებელი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს