გიორგი მიქაუტაძე - ცუდად დადგმული სცენარია და აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს მიმართ შეტევის ახალი ტალღა იწყება

ცუდად დადგმული სცენარია და ძალიან აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს მიმართ შეტევის ახალი ტალღა იწყება, - ასე ეხმიანება ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს წევრი გიორგი მიქაუტაძე ჟურნალისტებთან.

მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები სასამართლოზე შეტევის ახალი ტალღის ნაწილია. ამასთან, მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ განცხადებებთან თანხვედრაშია ზოგიერთი პოლიტიკოსის პოზიციაც.

"ეს არ იყო მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება. ვფიქრობ, ცუდად დადგმული სცენარია და ძალიან აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს მიმართ შეტევის ახალი ტალღა იწყება, ახალ ტალღას აგორებენ კონკრეტული მხარეები, რის ნაწილიც არის თუნდაც, ეს განცხადებები. მე ასევე მოვისმინე გარკვეული პოლიტიკოსებისგან გარკვეული განცხადებები, რომელიც ძალიან ახლოს დგას და თანხვედრაში ერთმანეთთანა. ასე რომ, აშკარაა ჩვენთვის, რომ არის ახალი წამოწყება სასამართლოს წინააღმდეგ. იყო მცდელობები, რომ გარკვეული დისონანსი შეეტანათ შიგნით სასამართლო სისტემაში და მოსამართლეთა კორპუსში, თუმცა, ჩემი კოლეგები კარგად ხედავენ იმას, რომ სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, ამის მიღწევა ვერ შეძლეს და ამის შემდეგ ვხედავთ, რომ გარედან, ყოფილი მოსამართლეების და სხვადასხვა აქტორების გამოჩენით ხდება ახლიდან ამ თემის წამოწევა",- განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო. მისივე განცხადებით, ასეთ ჩარევებს არ აქვს "აკადემიური ხასიათი", არამედ "ქუჩური წესებით" საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება და პირდაპირი მოწოდება ხდება, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი. კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ემიგრაციაში იმყოფება, ჰყვება, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, პირდაპირ უთხრა. ანა ღელეყვასთან ინტერვიუ "სასამართლოს გუშაგმა" გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს