მამუკა მდინარაძე ე.წ. ოთხეულის განცხადებაზე - აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში - დეტალური პასუხის გაცემა ამ სახით რომ მდომებოდა, მათთან ვიქნებოდი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ვარ

აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს დაფინანსება დემოკრატიული სისტემის შერყევისკენაა მიმართული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არის აუცილებელი ამ დოზით გარკვეული ინფორმაციების გასაჯაროება.

„ერთადერთი სადავო საკითხი და ერთადერთი საკითხი, რაც იწვევს ჩვენს შეუთანხმებლობას, ეს არის ინფორმაციის გასაჯაროების დოზირება. მაშინაც, როცა მათ ფრაქცია „ქართლი ოცნება“ დატოვეს და დღესაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ამ დოზით გარკვეული ინფორმაციების გასაჯაროება, თუმცა მათ თავისი გზა აქვთ და იმისათვის, რომ მათ არ შეექმნათ გარკვეული უხერხულობები ფრაქცია „ქართლი ოცნებისათვის“ და პარტია „ქართლი ოცნებისათვის“, მათ დატოვეს ფრაქცია და პარტიაც და საპარლამენტო თანამდებობებიც, მათ შორის.

მე ვნახე ეს წერილი, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსება არის ჩვენი მეგობარი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან 6 მილიარდი და მათ გამოითხოვეს გარკვეული ინფორმაცია და ისინი ამბობენ, რომ არის 4.5 მილიარდი სინამდვილეში, საიდანაც 3.5 მილიარდი არის ჩარიცხული, ფიზიკურად ამ ქვეყანაში შემოვიდა 3.5 მილიარდი და აქედან დახმარება იყო პირდაპირი და არა NGO სექტორს რაც მოხმარდა. ეს არის მათი საქმე, ამ ინფორმაციას ამგვარად გაასაჯაროებენ თუ არ გაასაჯაროებენ, მე ამას სიღრმეში ვერ შევალ, ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ, ამ აზრში ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილში გამოთქმულ აზრს, რომ აშშ-ისთვის საქართველოს ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ მსგავს დეტალებზე ვერ ისაუბრებს და ამის სურვილი რომ ჰქონოდა, „ქართლ ოცნებაში“ ყოფნის ნაცვლად ე.წ. ოთხეულთან ერთად იქნებოდა.

„მე რომ ამაზე დეტალური პასუხის გაცემა ამ სახით მნდომოდა, მე მათთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ არა, ხედავთ, რომ მე „ქართულ ოცნებაში“ ვარ. მე ამ დეტალებში ვერ შევყვები და შემიძლია ზოგადად დაგიდასტუროთ, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც აქვს თავისის სტრატეგიული ინტერესები, ამ ინტერესებზე დეტალურად რომ გავაგრძელოთ საუბარი, ბევრ უხერხულობას წავაწყდებით იქ და საჯაროდ გამოტანის შემთხვევაშიც გარკვეული კითხვები ჩნდება ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, როდესაც კითხვები ისმება მათი მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს, გნებავთ მათი მხრიდან, გნებავთ სხვა პარლამენტარის მხრიდან, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები ასეთ საკითხებზე მსჯელობის საშუალებას უფრო ნაკლებად დატოვებს. ადრეც იყო ჩვენი რჩევა ჩვენი მეგობრების მიმართ, პირადად მე არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, რომ კითხვებზე მკაფიო პასუხები არის გაცილებით უკეთესი, რადგან იქ სივრცე აღარაფრის აღარ რჩება, არც კამათის, აღარც უხერხულობის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ჯობია, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი იყოს. ჩემთვის პირადად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, პირდაპირ შეურაცხყოფდა იმ ოთხი ადამიანის მიმართ, ეს არის მიუღებელი, არ შეიძლება ამ ფორმით, რაც არ უნდა არ მოწონდეს ვინმეს ამგვარად გამოტანა რაღაც ინფორმაციის, მიუღებელია, წარმოუდგენელია, არ შეიძლება, რომ მათზე პირდაპირ იერიში მიიტანო პირადი შეურაცხყოფის დონეზე, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ამ საკითხებზეც ჩვენ გვერჩივნა, რომ კულისებში გველაპარაკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო