ირაკლი ღარიბაშვილი - ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით მოსაზრებები გავცვალეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. გავცვალეთ მოსაზრებები საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში იმყოფება. პრემიერი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო