ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დაესწრებიან, რის გამოც პარლამენტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს დაესწრებიან, რის გამოც პარლამენტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შესაბამისი განცხადება პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გვარამიას დაპატიმრება და მისი სასამართლო პროცესი იმის დასტურია, რომ სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად.

„საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ნება, რომ მოახდინოს მართლმსაჯულების რეფორმირების გააქტიურება, რომელიც არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური მართლმსაჯულების გაუქმებისთვის, რაც არის ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ღერძი. სასამართლო რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ იარაღად და ამის ნათელი დასტურია 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დაგეგმილი ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ მედია დამფუძნებელია და არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ღია კრიტიკოსი. ნიკა გვარამიას საქმე, როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამორჩეული იარაღი მთავარი ორიენტირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მედიათავისუფლების კუთხით და სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპარლამენტი, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

ჩვენი ფრაქციის მყარი პოზიციაა, რომ დღეს 12:00 საათზე ნიკას სოლიდარობის მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის სოლიდარობის მიზნით, დავესწრებით ნიკა გვარამიას პროცესს და ადგილზე გამოვხატავთ სოლიდარობას ნიკა გვარამიას მიმართ. პოლიტიკური მართლმსაჯულება, ფარული თვალთვალი, მიყურადება, მართლმსაჯულების ყველა რგოლი რუსული ვერტიკალია, რაც ჩვენი ერთიანობით უნდა ჩამოიშალოს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო