გია ვოლსკი - ვფიქრობ, გარკვეულ რესურსს მობილიზება უნდა გავუკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მედია დაემგვანოს იმ მედიას, რითაც განვითარებული დემოკრატიები ხასიათდება

ვფიქრობ, გარკვეულ რესურსს მობილიზება უნდა გავუკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მედია დაემგვანოს იმ მედიას, რითაც განვითარებული დემოკრატიები ხასიათდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, სიძულვილის ენის აკრძალვაში საშიში არაფერია.

„ზოგადად, ეს არ არის ქართული ნოუ ჰაუ, ეს ერთი და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოება ისედაც დაძაბულ ვითარებაში წალეკა დეზინფორმაციამ, ბინძური ენის და ბინძური პროპაგანდის გამოყენებამ და ვფიქრობ, გარკვეულ რესურსს მობილიზება უნდა გაუკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მედია დაემგვანოს იმ მედიას, რითაც განვითარებული დემოკრატიები ხასიათდება. საშიში იმაში არაფერი არ უნდა იყოს, თუკი სიძულვილის ენის გამოყენებას გიკრძალავენ იმ კატეგორიულად მიუღებელი ფორმით, განსაკუთრებით, რომელიც ზოგიერთ მედიასაშუალებას ახასიათებს, რა არის ამაში საშიში ან მიუღებელი არ მესმის, თუმცა, განხილვის დროს მეტი ინფორმაცია გვექნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რომ მათი და ზოგადად, პოლიტიკოსების განცხადებები, ხშირად სწორედ სიძულვილის ენას შეიცავს და ასეთი რეგულირების პირობებში, როგორ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მათი განცხადებები, ვოლსკი აღნიშნავს, რომ რაღაცები ალბათ, დასაზუსტებელია.

„რაღაცები ალბათ დასაზუსტებელია და კითხვა -პასუხის დროს ეს იქნება ხაზგასმული, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკოსების მხრიდან არის სიძულვილის ენა, არამედ სპეციალურად მთელი შოუ იდგმება გარკვეულ ტელევიზიებში, რომ სიძულვილის ენამ გადაფაროს ის რეალობა, რაც პოლიტიკურ თუ სხვა სივრცეში გაგვაჩნია საქართველოში. გარკვეულ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს ეს მძიმე დამახასიათებელი ჩვენი მედიისა. უნდა ვიფიქროთ ასევე მომავალ თაობაზე, რომელიც ყველაფერს უყურებს და შესაბამისად, მის ფსიქიკაზე მოქმედებს, ასე რომ, განვიხილოთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა