გიგი უგულავა - პროკურორის ბოდვებს არანაირი ფასი არა აქვს პოლიტიკურ საქმეებში - მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრები არიან

პროკურორის ბოდვებს არანაირი ფასი არა აქვს პოლიტიკურ საქმეებში. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არიან პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

უგულავას თქმით, დეპოლარიზაცია და 12 პუნქტი, პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები აღარ უნდა იყვნენ.

“დეპოლარიზაცია ბუნებრივად ვერ მოხდება, როდესაც ერთ მხარეს მეორე ჰყავს დაჭერილი. ამას რუსები აკეთებენ, დაიჭერენ და მოდი, მერე ვილაპარაკოთო, ეუბნებიან. ეს არც სამართლებრივია, არც სამართლიანია და არც ადამიანური არ არის“ - აღნიშნა უგულავამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლებამ უტვინობა, მაშინ გამოავლინა, როდესაც ნიკა გვარამიას სრულიად თითიდან გამოწოვილი, შეთითხნილი, შეკერილი საქმით, აბსოლუტურად იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა.

„ის რეზოლუცია პირველ რიგში, ქვეყანას ეხება და შემდეგ სამართლიანად ეხება ივანიშვილის რეჟიმს. მეტიც ესე აღმოჩნდა, იმიტომ რომ სწორედ ნიკა არის ამ რეჟიმთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი. სწორედ ნიკას გამო, ევროპარლამენტმა მიიღო ის რეზოლუცია, რამაც პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის რეჟიმს. გავა წლები და ათწლეულები და როდესაც ივანიშვილის რეჟიმს შეაფასებენ, ზუსტად იმ დამატებას მეთხუთმეტე დამატებას ახსენებს ყველა, სადაც კომპაქტურად და ლაკონურად არის აღწერილი, რას წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი და რას წარმოადგენს ივანიშვილი, როგორც მოვლენა საქართველოს რეალობისადმი“, - განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავამ დასძინა, თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, პირველი და მთავარი წინაპირობა პოლიტპატიმრების განთავისუფლება უნდა იყოს.

„ნუ მოვიტყუებთ თავს, თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, პირველი და მთავარი წინაპირობა ან თანმდევი პირობა დეპოლარიზაციის, ან შედეგი დეპოლარიზაციის და ამ პროცესის, უნდა იყოს პოლიტპატიმრების განთავისუფლება“ , - აღნიშნა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა