ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ შესაბამისი რეფორმა განხორციელდეს.

„განათლება არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო. ეს ბევრი სხვა სექტორის განვითარებასთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის ეკონომიკის განვითარებასთან, ზოგადად, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასთან. ამბიციური გეგმა არის ასახული კანონში, რომელიც ითვალისწინებს მშპ-ის 6%-მდე დაფინანსების წილის გაზრდას. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ ყველა შესაბამისი რეფორმა განხორციელდეს. განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამაზე საუბრობდა პრემიერი“,-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია