ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიამ გააკეთა აბსურდული განცხადება, თითქოს ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას

ელენე ხოშტარიამ გააკეთა აბსურდული განცხადება - ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ირანული თვითმფრინავის მიერ საქართველოს ცის გამოყენებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ამას ავრცელებს ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულ რუბლებზე ზის და ეს ქალი ჩვენ გველაპარაკება, რომ ვიღაცამ რაღაც... მარტივი პრინციპი გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განმარტება, თუ რაიმე გარემოება შეიცვალა, ეკონომიკის სამინისტროს ექნება რეაგირება. ელენე ხოშტარიამ გააკეთა აბსურდული განცხადება, თითქოს ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას,"- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა მას დაუზუსტეს, რომ უკვე საერთაშორისო მედია წერს, რომ თვითმფრინავი სანქცირებულია, რაზეც კობახიძე აცხადებს, რომ ეს სიმართლე არ არის.

"არ არის მართალი. მთავარი რა არის იცით? - ეს დაადასტურა არაერთმა პარტნიორმა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა