პაველ ჰერჩინსკი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოქმედებს როგორც თანამოაზრე ქვეყანა

საქართველო საერთაშორისო დონეზე მოქმედებს როგორც თანამოაზრე ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხთან მიმართებაში საქართველოს პოზიციონირების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, 2008 წლის ომისა და გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირისთვის საქართველოს სენსიტიური დამოკიდებულება გასაგებია.

„საერთაშორისო დონეზე საქართველო მოქმედებს როგორც თანამოაზრე ქვეყანა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემის ყველა პროცესში საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირისა და სხვა თანამოაზრე ქვეყნების პოზიციას. ჩვენ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს მოგონებები 2008 წლის ომიდან. ჩვენ სრულად გვესმის სენსიტიურობა, ვითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც საქმე ეხება სიტყვასა და მოქმედებებს, ჩვენ საქართველოს თანამოაზრე ქვეყნად განვიხილავთ“,- განაცხადა ევროკავშირის ახალმა ელჩმა.

ევროკავშირის ახალი ელჩის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს