ირაკლი კობახიძე - საქართველოში მკვეთრად ანტიდასავლური 5 პოლიტიკური ძალაა: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე

საქართველოში მკვეთრად ანტიდასავლური 5 პოლიტიკური ძალა არის - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი საქმიანობით, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამტკიცებდნენ ამას და ახლა, ოპოზიციაში.

„ისინი თავის თავს როცა უწოდებენ პროდასავლურებს, ამით რეალობა არ შეიცვლება, მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები არიან და თავიანთი საქმიანობით, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლა, ოპოზიციაში ამას ამტკიცებენ. ბოლოს ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ გაერთიანდებიან. ისინი ერთი პოლიტიკური ძალა არიან, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ბუნებრივია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა“,-განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა