20-23 სექტემბერს თბილისი IUSY-ს „მშვიდობის კომიტეტის“ (PTN) დელეგაციას უმასპინძლებს

„ქართული ოცნება“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, 20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის’’ (PTN) დელეგაციას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

3 -დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია თბილისს 20 სექტემბერს ეწვევა. დელეგაციას IUSY-ს გენერალური მდივანი ბრუნო გონსალვესი ხელმძღვანელობს.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება PTN-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას IUSY-ს წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები მიიღებენ. ,,მშვიდობის კომიტეტი'' ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.

დელეგაციის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. შეხვედრები გაიმართება პარტიის ცენტრალურ ოფისშიც.

PTN-ის შექმნის იდეით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად 2017 წელს, IUSY-ს შავი ზღვის კომიტეტზე (BSAC) გამოვიდა. ასევე, ეს იდეა 2019 წელს თბილისში პრეზიდიუმისა და BSAC-ის კომიტეტზეც დაფიქსირდა.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის, როგორც საერთაშორისო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრის ინიციატივით, მსოფლიო კონგრესმა „მშვიდობის კომიტეტი’’ 2021 წელს დააფუძნა. კომიტეტი მუშაობას შეუდგა გაეროს მიერ აღიარებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა და მასში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა გაწევრიანებული“, -ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო