ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნაა და მას თუ არ მიიღებენ, ქვეყანა ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან შეიძლება გარიცხონ

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიღება არის ევროკავშირის მოთხოვნა - მეორე მოსმენამდე ევროკავშირის სტრუქტურებთან კონსულტაციები გვექნება და საბოლოოდ კანონპროექტი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე აცხადებს, რომ კანონპროექტში სიძულვილის ენის განმარტება მაქსიმალურად რბილად არის ჩამოყალიბებული.

"ამ კანონპროექტის მიღება არის პირდაპირ ევროკავშირის ერთ- ერთი მოთხოვნა, სიძულვილის ენის რეგულირება არის პირდაპირი მოთხოვნა. თვის ბოლომდე, ამას თუ არ მივყვებით პირველი მოსმენით, ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან ქვეყანა შეიძლება გარიცხონ. მათი მოთხოვნაა, რომ ეს კანონი მივიღოთ. გვავალებენ და ვაკეთებთ,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მედიათავისუფლებას როგორ უწყობს ხელს ეს კანონი, როცა მარეგულირებელს შეეძლება მედიის დაჯარიმება იმ ეტაპზე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, კობახიძე პასუხობს - "ეს კითხვა დაუსვით ევროკავშირს".

კითხვაზე, რამდენად ითხოვს ევროკავშირი სწორედ ამ ფორმით კანონპროექტის მიღებას და რამდენად არის მაგალითად, ევროკავშირის მოთხოვნა ის, რომ კანონში ჩაიწეროს "პასუხის უფლება", რაზეც მისი პასუხია, რომ კონსულტაციები გაგრძელდება ევროკავშირის წარმომადგენლებთან და "ნუ ვიჩქარებთ".

"პირველი მოსმენით მიიღება ეს კანონპროექტი დღეს. განსაკუთრებით მეორე მოსმენით მიღებამდე გვექნება ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან. საბოლოოდ კანონპროექტი სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ასე რომ, ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ პროცესს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან ვიწრო ამოცანა, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება და გავყვებით ამას, კონსულტაციები იქნება და რაზეც შევჯერდებით, იმას მივუთითებთ. თუ ვიღაც არის მედიაექსპერტი, იმასთანაც გვექნება კონსულტაციები,"- განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები