მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“. ამ თემაზე განმარტება ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, “ნებისმიერი რეფორმა, პირველ რიგში, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გატარდება“.

“საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პარალელურად გარკვეული კვლევები და ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში გადაადგილების გაუმჯობესებასთან, ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და დაბინძურების პრევენციასთან. ამისთვის ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის საწვავის კონტროლის კუთხით. დღესდღეობით საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი გამოიყენება და მომდევნო წლიდან დიზელიც ევრო 5-ის სტანდარტის იქნება. რაც შეეხება გარკვეული ტვირთის დაწესებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არამც და არამც არ იგეგმება. ასევე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც “ქართული ოცნების“ ფარგლებში გატარდა, ყოველთვის მიზნად ისახავდა გარკვეული შეღავათებისა და სუბსიდირების ან დახმარების პროგრამების ამოქმედებას.

შეგახსენებთ ტაქსების რეფორმას, რომელზეც ვაი-ვიში იყო ატეხილი, მაგრამ შემდეგ ძალიან წყნარად და უმტკივნეულოდ გატარდა. ასევე სატრანსპორტო ფასების ინტეგრირების საკითხს, რომელიც თბილისში ახლახან დასრულდა და აღმოჩნდა, რომ არა თუ გაძვირდა, არამედ ფასები ინტეგრირდა და უმეტეს შემთხვევაში სუბსიდირების ნაწილი გაიზარდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს