შალვა პაპუაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს შესახებ მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს და დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში. ასევე, მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც.

შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა