ირაკლი ქადაგიშვილი - ადამიანები საკუთარი ყურით ისმენდნენ, როგორ გვეუბნებოდნენ კონგრესმენები, ევროპარლამენტარები: გაისეირნეთ აფხაზეთში, ოსეთში, რატომ უნდა იხოცებოდნენ მარტო უკრაინაში

ადამიანები საკუთარი ყურით ისმენდნენ, როგორ გვეუბნებოდნენ კონგრესმენები, ევროპარლამენტარები: გაისეირნეთ აფხაზეთში, ოსეთში, რატომ უნდა იხოცებოდნენ მარტო უკრაინაში, თქვენ რატომ არ ხართ საომარ მოქმედებებში - კარგი იქნება თუ მათაც ეტყვიან, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს საერთო სოლიდარობას, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები სრული სისულელე და აბსურდია.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კარგია, თუკი მსოფლიო ფიქრობს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს და ეს მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებებია.

"სანამ ოთხეულმა არ დაიწყო ამაზე საუბარი, არც ერთ უცხოელ პარტნიორს არ უთქვამს, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა, რასაც მოუწოდებდა ოპოზიცია, გარკვეული ევროპარლამენტის დეპუტატები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას არც ერთი არ გამიჯვნია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ხალხისთვის შემაშფოთებელი გახდა და შეკითხვები დაისვა, ამის შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განცხადება, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. კარგია, თუ მსოფლიო არ ფიქრობს, რომ საქართველო უნდა იყოს ჩართული ომში მეორე ფრონტის სახით და თუ ეს არის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადება, მათ შორის, ევროპაში და უკრაინის ხელისუფლებაში. კარგი იქნება, თუ მათაც ეტყვიან, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენს საერთო სოლიდარობას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა ევროკავშირის და აშშ- ის ელჩის მკაფიო განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოთხეულის განცხადებები რომ დეზინფორმაცია იყოს, გაემიჯნებოდნენ, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ ადამიანები საკუთარი ყურით ისმენდნენ მათ შორის, ევროპარლამენტარების და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებს.

"სწორედ ამას ნიშნავს, ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც ორი თვალი და ორი ყური აქვთ, თავისი თვალებით ხედავდნენ და ისმენდნენ, როგორ გვეუბნებოდნენ კონგრესმენები, (ევროპარლამენტის) დეპუტატები, გაისეირნეთ აფხაზეთში, ოსეთში, დრო არის, რატომ უნდა იხოცებოდნენ მარტო უკრაინაში, თქვენ რატომ არ ხართ საომარ მოქმედებებში, ამას ხომ უსმენდით?"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რეპლიკაზე, რომ კონგრესმენების და ევროპარლამენტარების მსგავსი მოწოდება არ გვახსოვს, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ შეგვიძლია ჩვენსავე არქივს გადავხედოთ და ვნახავთ.

ცნობისათვის, ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ოთხეულის განცხადებები ე.წ. მეორე ფრონტზე სრული სისულელე და აბსურდია და როცა ამას ამბობს, არის იმდენად უხეში, რამდენადაც შეუძლია.

ოთხეულის განცხადებებს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, რომ ფიქრობდნენ, რომ ისინი რასაც საუბრობენ, დეზინფორმაცია და სიცრუეა, სრულიად გაემიჯნებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო