ირაკლი კობახიძე  ევროკავშირის ახალ ელჩზე - ჩვენ დიპლომატებთან დაკავშირებით ზომიერი განცხადებები გვაქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესავით ნათელია, რომ ვიღაცებს საქართველოში ომი უნდათ.

მისი თქმით, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

ირაკლი კობახიძემ ე.წ. მეორე ფრონტის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დიპლომატებთან დაკავშირებით ზომიერი განცხადებები აქვს.

„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მან კორექტულად ისაუბრა, მაგრამ შეგახსენებთ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ იყო ზურა ჯაფარიძე, მანამდე იყო ხატია დეკანოიძე, მანამდე იყვნენ NGO-ების ლიდერები, არაერთი პროვოკაცია იყო მოხალისეებთან, სანქციებთან დაკავშირებით, და ა.შ. ეს ყველაფერი საზოგადოების თვალწინ ხდებოდა. ამიტომ, ის, რომ ვიღაცებს „მეორე ფრონტი“ უნდათ, დღესავით ნათელია, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში. ეს საზოგადოებამ იცის, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ელჩებზე საუბარს ამ კონტექსტში, არასდროს გაგვიკეთებია ეს და ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ჩვენ დიპლომატებთან დაკავშირებით ზომიერი განცხადებები გვაქვს “, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ცალსახად იმის თქმა, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს ომი არ უნდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მათი მხრიდან არასდროს გაკეთებულა განცხადებები, თითქოს აშშ-ს ან ევროკავშირს ომი უნდა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „წმინდა წყლის სისულელეს“ უწოდა კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს