ირაკლი კობახიძე - ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ვიღაცას უნდა, რომ მოგვაცდინოს, თითქოს, გოგაშვილი რას იტყვის, საზოგადოებამ ამას უნდა უსმინოს - მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი და ჩვენც არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას

ერთადერთი ამოცანა რა არის? რომ ყოველდღე გამოვარდეს რაღაცა სისულელე, აბსურდული ბრალდებებით და ჩვენ ვიყოთ რაღაცნაირად პასუხის რეჟიმში. ამიტომ, ძალიან მარტივად არის საქმე, ყველა სისულელეს ჩვენ ვერ ვუპასუხებთ, ყველა აბსურდს ჩვენ ვერ ვუპასუხოთ, ამაზე რეაქცია ვერ გვექნება, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას სოსო გოგაშვილის ბრალდებას ლევან მურუსიძის მიმართ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. მან გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

,,ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვიღაცას უნდა, რომ მოგვაცდინოს. იგივე, ამ 12 პუნქტის შესრულებიდან, ან რაღაც სხვა სფეროში კონკრეტული ინიციატივების წარდგენიდან და ა.შ. უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ ამ რეჟიმში, რომ რაღაცას იტყვის გოგაშვილი და ჩვენ ვუპასუხოთ. თითქოს, გოგაშვილი რას იტყვის, საზოგადოებამ ამას უნდა უსმინოს და მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი და ჩვენც არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას,’’- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა