ნიკოლოზ ვაშაკიძე - მობილიზაციას კატასტროფული შედეგები ექნება რუსეთისთვის, საკუთარი უგუნურობითვე ჩიხში მოქცეული რუსეთის პრეზიდენტი ვა ბანკზე მიდის

მობილიზაციას კატასტროფული შედეგები ექნება რუსეთისთვის, საკუთარი უგუნურობითვე ჩიხში მოქცეული რუსეთის პრეზიდენტი ვა ბანკზე მიდის,- ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

როგორც ვაშაკიძე განმარტავს, საკუთარი უგუნურობითვე ჩიხში მოქცეული რუსეთის დიქტატორი ვა ბანკზე მიდის და საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით მთელი რუსეთის მოსახლეობას ტოტალურ ომს ახვევს თავს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებიდან 6 თვეზე მეტია გასული. რამდენიმე დღეზე გათვლილი ოპერაციის ხანგრძლივ ომში გადაზრდა და ნახევარი წლის შემდეგ ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ხელმძღვანელობის და უშუალოდ მისი პრეზიდენტის ღრმა და უხეში სტრატეგიული შეცდომისა და სიბრმავის დემონსტრირებას წარმოადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კრემლში უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვთ რეალობის ადეკვატურად აღქმის და მეტნაკლებად გათვლილი და სწორი გადაწყეტილებების მიღების უნარი. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს გამოცხადებულ მობილიზაციას ისეთივე კატასტროფული შედეგები ექნება რუსეთისთვის, როგორც მისი ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ წინა გადაწყვეტილებებს, თავად ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების ჩათვლით.

გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს. პუტინმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ მობილიზაცია არის მხოლოდ ნაწილობრივი, მაგრამ თუ მის პარამეტრებს დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ის დიდად არ განსხვავდება სრული მობილიზაციისგან, რადგან ეხება სამხედრო თადარიგში მყოფ ყველა პირს. ეს კი სრული მობილიზაციის მთავარი ნიშანია. იმისათვის, რათა ესოდენ საგანგებო და არაპოპულარული ნაბიჯი და მომდევნო უმძიმესი სირთულეები რამენაირად გაამართლოს მოსახლეობის თვალში, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს უწევს ომი მთელს ნატოს ბლოკთან და დასავლეთთან, რომლებმაც, მისი სიტყვებით, რუსეთის დაშლა და განადგურება განიზრახეს. ამავე დროს, მან დაიწყო დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის დაჩქარებული პროცესი, რომლის პირველი ნაბიჯი რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაა.

საკუთარი უგუნურობითვე ჩიხში მოქცეული რუსეთის დიქტატორი ვა ბანკზე მიდის და საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით მთელი რუსეთის მოსახლეობას ტოტალურ ომს ახვევს თავს. ამ კონტექსტში ხელახლა გაიჟღერა სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარამ. დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ვერც რუსეთის ეკონომიკა და ვერც მისი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ამ სასოწარკვეთილ, ავანტიურისტულ ნაბიჯს ვერ გაუძლებს. მობილიზაციამ და ტოტალურ ომზე გადასვლამ შეიძლება ტექტონიკური ძვრები გამოიწვიოს რუსეთის სახელმწიფოში. თავად პუტინი ამ სიტუაციაში განწირულია. პოლიტიკური გადატრიალება რუსეთის ელიტაში და რუსეთის სახელმწიფოს უკიდეგანო სივრცეში გაშლილი დიდი დაპირისპირება და არეულობა სულ უფრო გარდაუვალი ხდება. მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორი იქნება ამ ორ მოვლენას შორის თანმიმდევრობა და მათი დროში განაწილება“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც “ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა