გიგა ბოკერია - საპარლამენტო ოპოზიციამ თავის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს და მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

არ ვიცი, რა ამოცანას ისახავდა „ლელოს“, ენმ-ს და ვაშაძის პარტიის განცხადება. კითხვის დასმაც კი, თუკი სურს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, ჩემი აზრით, უკვე არის მცდარი და დამაბნეველი საზოგადოების ნაწილისთვის მაინც, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას.

როგორც ბოკერია აცხადებს, საპარლამენტო ოპოზიციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს.

„ყველაფერი ნათელია დიდი ხანია და უნდა მოვუწოდოთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს თუნდაც უნებლიედ რაიმე ბუნდოვანების შემოტანას შემდგომი „გაშიშვლების“ მიზნით იმიტომ, რომ თუ დღემდე არსებობს კითხვის ნიშანი ივანიშვილის რეჟიმი რას ემსახურება, ე.ი. აქამდე რასაც იძახდნენ მისი ოპონენტების ნაწილი მაინც, არის ტყუილი - ჯერ კიდევ ყოფილა რაღაცის გამოსწორების შანსი, რეალურად კი ამის შანსი არ არსებობს. გეოპოლიტიკური მიზეზებით რომც გაგვმართლებოდა და მიგვეღო, კანდიდატობის სერიოზული ამბავი, ეს მაინც არ შეცვლიდა საბოლოო ამოცანას - ნატო-ს წევრობას, ევროკავშირის წევრობას. ამასთან, აშშ-თან სტრატეგიულ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა, თავისუფალ ქვეყნად გახდომა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მაინც შეუთავსებელია ივანიშვილის რეჟიმთან. ამიტომ თავის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს საპარლამენტო ოპოზიციამ და მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა