თაკო ჩარკვიანი - ივანიშვილმა ოპოზიციაში განხეთქილება ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას ხელით შემოიტანა - მე მათ ცოლ-ქმრად მოვიაზრებ, რადგან თვითონაც არ მალავენ, რომ პოლიტიკური ტანდემი აქვთ

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში განხეთქილება ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას ხელით შემოიტანა - მე მოვიაზრებ მათ ცოლ-ქმრად, რადგან თვითონაც არ მალავენ, რომ პოლიტიკური ტანდემი აქვთ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ნიკა მელიას „მიხედავენ და გამოცვლიან“.

„ნიკა გულუბრყვილოდ თუ არაგულუბრყვილოდ ყოველთვის აყოლილი იყო „ძალა ერთობის“ ნგრევის პერიოდიდან, ბოკერიას მზაკვრობას. ბოკერიასთან რომ ნამდვილად ხელი ჰქონდა ხელი ჩაყოფილი პოლიტიკურად ორი წლის წინ, ამის გარანტიას გაძლევთ. დაიჯერებს ამას ვინმე? - მივიღებთ გამარჯვებას, არ დაიჯერებს და საქართველო წუმპეში იქნება 30 წელი. მე ახლაც ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ლიდერი. მე სულ ვთხოვ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხედონ და გაუშვან ეს ლიდერი. ჩემს ინტერესშია, რომ საქართველომ არ წააგოს და მსხვილი ოპოზიციური პარტია ძალიან კარგი ამომრჩევლით არ დაიმსხვრეს. მე ნებსით თუ უნებლიედ ვდებ ბრალს, რომ ამ ბიჭმა სტაგნაციაში მოიყვანა ამხელა პროცესი და უმოძრაობაში ჩააყენა. 200-ჯერ ვუთხარი ლიდერი, რომ გიკვდება ან ქუჩაში უნდა იდგე, ან „ვივამედთან“- მეთქი“და ჩხუბობს და არ სიამოვნებს, მაგრამ ახლა ალბათ ჩემთვის აღარ სცალია, რადგან თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი სთხოვს მას პასუხს და სწორად სთხოვენ, ძალიან მაგარი ხალხია და მიხედავენ და გამოცვლიან.

ნიკას [მელია] და ელენეს [ხოშტარია] წარდგენა იყო და კადრი რომ გადაიწია და იგივე კადრზე შერხანივით, რომ გამოჩნდა ბოკერია, თქვენ ეს შემთხვევითი გგონიათ? - როგორ გეკადრებათ. წყლის ამღვრევის დრო ახლა არ არის და არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე მოვიაზრებ მათ ცოლ-ქმრად, რადგან თვითონაც არ მალავენ, რომ პოლიტიკური ტანდემი აქვთ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე