ბექა დავითულიანი - ფორმატიდან გასულები აქეთ გვკარნახობენ წესებს - ოპოზიციის პოლიტიკური ფანდია, გადაგიყვანონ სხვა მხარეს, რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს

ოპოზიციას უნდა, ფორმატიდან გავიდეს და ფორმატიდან გასულები აქეთ წესებს კარნახობენ. სინამდვილეში პოლიტიკური ფანდია, გადაგიყვანონ სხვა მხარეს, იმისთვის რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ხელისუფლებისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომების“ შეთავაზებას.

როგორც დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში აღნიშნა, მას ეჭვი უჩნდება, რომ ოპოზიციას არ უნდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

„ხელისუფლებას დაევალა 12 პუნქტის შესრულება, 12-დან თერთმეტნახევარი პუნქტი ხელისუფლების აღსასრულებელია, ნახევარი პუნქტი დაევალა ოპოზიციას, რომ თვითონაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგას. არსებობს ფორმატი, არსებობს სრული ღიაობა და ჩვენი მხრიდანაც არსებობს ღიაობა, რომ 12-ვე პუნქტი შევასრულოთ.

ჩვენ მარტო ფორმატი არ შეგვიქმნია, ამავე ფორმატში დამოუკიდებელი და კრიტიკული სახალხო დამცველი არჩევა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს. ამავე ფორმატში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. მათთვის არც ერთი პლატფორმა არ არის საკმარისი, გარდა ხელისუფლების პლატფორმისა, სადაც დასხდებიან მარტოები და გააკეთებენ იმას, რაც სურთ. უნდათ ფორმატიდან გავიდენ და ფორმატიდან გასულები აქეთ წესებს კარნახობენ. სინამდვილეში პოლიტიკური ფანდია, გადაგიყვანონ სხვა მხარეს, იმისთვის რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს. მიჩნდება ეჭვი, რომ არ უნდათ ამ რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველზე კანონი შევცვალეთ, დეოლიგარქიზაციის კანონი ვთარგმნეთ, ყველა პუნქტს მივყვებით და ვაკეთებთ. მეტი დეპოლარიზაცია როგორ გავაკეთოთ? ამის საპარლამენტო ფორმატიდან გარეთ გატანა და წერილებით ურთიერთობა, ნიშნავს ამ ფორმატის მორღვევას. ჩვენ რომ შევიდეთ ამ არარეგლამენტირებულ ფორმატში, ხვალ შეიძლება უკეთესი იდეა გაუჩნდეთ, ეს შეიძლება გაიწელოს არა დეკემბრამდე, არამედ უსასრულოდ. დავსხდეთ ერთად და შევასრულოთ. ყველას ხომ გვინდა ევროკავშირი?“,- განაცხადა დავითულიანმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებზე და აღნიშნა, რომ „ბექა დავითულიანი, რომ ეთანხმებოდეს იმას, რასაც წერს „ოთხეული“ და ფიქრობდეს, რომ ეს სწორია, ბექა დავითულიანიც იქნებოდა გასული”.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა