ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები, მან გამართა შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს იყო დღევანდელი ორმხრივი შეხვედრები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო, გლობალური საკითხები მიმოიხილეს.

„როგორც ყოველთვის, განიხილება ერთის მხრივ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ ის საერთაშორისო გლობალური საკითხები, რომელიც აწუხებს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა ის საკითხი,რომელიც საჭიროებს საერთო, ძლიერ კოორდინაციას, რათა გავუმკლავდეთ საერთაშორისო გამოწვევებს,“- აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

„ამ ვიზიტის ფარგლებში მეც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს მქონდა რამდენიმე შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, შევხვდი პოლონეთის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო დღის წესრიგსა და ორმხრივ ფორმატებში, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა და როგორ უნდა გავხადოთ, ერთი მხრივ, რაც ჩვენ გვაწუხებს, ჩვენი რეგიონი უფრო მეტად უსაფრთხო, ხოლო მეორე მხრივ გლობალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ყველას, როგორ გავუმკლავდეთ ყველა ერთად ამ გამოწვევებს,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია