ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილის და ჟან ასელბორნის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა