„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - საზოგადოებაში მოლოდინია, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა, მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სამუშაო შეხვედრის დროს დაინტერესებული პირების პოზიციები მაქსიმალურად გაითვალისწინონ და ასახონ კანონპროექტში.

„საკმაოდ მაღალია რისკები იმ ფონზე, როცა არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის მარეგულირებელი კომისიის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვები. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა, მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული. ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ არსებობს მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვებზე საუბარს სწორედ მათ მიმართ დასმული ლეგიტიმური კითხვების საპასუხოდ იწყებენ.

სასურველი იქნებოდა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების პროცესში დაინტერსებული პირები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან 19 სექტემბერს გამართულ კომიტეტების სხდომაზე გაცემული დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრა ჩატარდება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციას მოისმენენ, შესრულდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ სამუშაო შეხვედრის დროს დაინტერესებული პირების პოზიციები მაქსიმალურად გაითვალისწინონ და ასახონ კანონპროექტში“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა