ირაკლი ზარქუა - თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი ბოლო დღეებს ითვლის, ასე არ არის - ტურისტებს ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას, - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას პასუხი კითხვაზე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისა და დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ფონზე, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვას.

ზარქუას თქმით, საქართველოში შემოსვლის მსურველებს ძალოვანი სამსახურები კანონის შესაბამისად ფილტრავენ და მათ, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი არიან, უკან აბრუნებენ.

"რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი... ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები