სალომე სამადაშვილი - მურუსიძეს მოვუწოდებ, საჩივარი შეიტანოს არა მხოლოდ გოგაშვილის, არამედ ყველა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის წინააღმდეგ, ვინც მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა

მურუსიძეს მოვუწოდებ, საჩივარი შეიტანოს არა მხოლოდ გოგაშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის წინააღმდეგ, ვინც მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა და საზოგადოება ძალიან საინტერესო სურათს ნახავს ამ კლანის მეთაური მოსამართლისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

მისი თქმით, მურუსიძე ყველა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა.

"ვერ გამოვრიცხავ, რომ გოგაშვილი ისევე, როგორც სხვები - "ქართული ოცნების" მმართველობის სისტემის ჭანჭიკები და მაღალი თანამდებობის პირები, ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა სასამართლო სისტემაზე, მაგრამ მურუსიძეს მოვუწოდებ, საჩივარი შეიტანოს არა მხოლოდ გოგაშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის წინააღმდეგ, ვინც მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა და ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან საინტერესო სურათს ნახავს ამ კლანის მეთაური მოსამართლისგან, რომელიც ყველა მთავრობის პირობებში ემსახურება ხელისუფლებას და ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს, ძალიან საინტერესო იქნება ამ პირთა სიის ხილვა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს