რატი ბრეგაძე მაქარაშვილის, კაჭარავასა და ბერძენიშვილის სარჩელზე - სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად,- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შემდგომშიც ბალანსი იქნება დაცული ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის.

„მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების და ბუნებრივიცაა, საქართველო აგრძელებს კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გადაწყვეტილებაც ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის, ისევე როგორც ხელისუფლების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და იქნება დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს