პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიაზე - გულზე ხელდაკრეფილები ველოდოთ რუსეთის აგენტების პარპაშს ქვეყანაში, სწორი არ იქნება

გულზე ხელდაკრეფილები ველოდოთ რუსეთის აგენტების პარპაშს ქვეყანაში სწორი არ იქნება - როგორც ძალოვან უწყებებში რუსეთის აგენტურის, ასევე "ქართული ოცნების" პოლიტიკური თანამდებობის პირების რუსეთთან პირდაპირ კონტაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებებს დავდებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კომისიის ფარგლებში სოსო გოგაშვილი უნდა დაიბარონ.

"საგამოძიებო კომისია ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან კარგი მექანიზმია. "ქართული ოცნების" პირობებში რამდენად შევძლებთ შედეგზე გასვლას, ცალკე საკითხია, მაგრამ საერთოდ არ ვცადოთ და გულზე ხელდაკრეფილები ველოდოთ რუსეთის აგენტების პარპაშს ქვეყანაში, სწორი არ იქნება. "ქართული ოცნება" არის პრორუსული და ამის მტკიცებულებები შესაძლებელია ამ ფარგლებში დავდოთ, მათ შორის, სოსო გოგაშვილის დაბარებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და სხვა პირების დაბარებით ჩვენ სერიოზულ მტკიცებულებას შევქმნით, დარწმუნებული ვარ, როგორც ძალოვან უწყებებში რუსეთის აგენტურის, ასევე "ქართული ოცნების" პოლიტიკური თანამდებობის პირების რუსეთთან პირდაპირ კონტაქტთან დაკავშირებით,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა "ლელომ", საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირა.

დოკუმენტი, რომელსაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. მას სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს