გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ამ რეჟიმის შეცვლაზე, რადგან პუტინისტური რეჟიმის შეცვლა ნებისმიერი ეფექტური პოლიტიკის გატარების წინაპირობაა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის შემოდინებით ქვეყნისთვის ზიანი უკვე მიღებულია.

როგორც მან აღნიშნა, ახლა საზოგადოება „ქართული ოცნების“ რეჟიმის შეცვლაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან ბოკერიას თქმით, პუტინისტური რეჟიმის შეცვლა ნებისმიერი ეფექტური პოლიტიკის გატარების წინაპირობაა.

„ზიანი უკვე მოტანილია ამ პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში, ყოველგვარი რაციონალური ფილტრის გარეშე, დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქე შემოვიდა, რაც ჩვენს მტერ სახელმწიფოს ისედაც არსებულ შესაძლებლობებს უფართოებს, რომ მომავლისთვის აქ კიდევ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს და ეს უკვე დიდი პრობლემაა. ახლა, შესაძლოა, პუტინის რუსეთმა თვითონ ჩაკეტოს საზღვარი ისეთ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, როგორც აქამდე, უნდა ვფოკუსირდეთ ამ რეჟიმის შეცვლაზე, რადგან პუტინისტური რეჟიმის შეცვლა არის ნებისმიერი ეფექტური პოლიტიკის გატარების წინაპირობა.

სავიზო რეჟიმი კი არ არის აქ მთავარი ფოკუსი, ამის გარეშეც შეგიძლია ფილტრი დააყენო და აღარ შემოუშვა ან გამოიყენო შენი ქვეყნისთვის ეფექტურად, ჩვენ კი დღემდე ვხედავთ, რომ პუტინის მტრებს უზღუდავდნენ ხშირად ამ შესაძლებლობას, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ფილტრი ან არ არსებობდა ან პირიქით იყო, ჩვენი ქვეყნისთვის მტრული კრიტერიუმებით მიღებული გადაწყვეტილებები შემოშვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე