მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - შეუძლიათ საგამოძიებო კომისია შექმნან, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თავად იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას

შეუძლიათ საგამოძიებო კომისია შექმნან, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თავად იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოთხოვნას იმის თაობაზე,რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციები საპარლამენტო კომისიის შესწავლის საკითხი გახდეს.

როგორც მდინარაძე განმარტავს, ყველა სახის ინფორმაციას სჭირდება დამადასტურებელი ფაქტი.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა ახალი რეგლამენტის მიხედვით, მათი კომპეტენციაა, შეუძლიათ ეს კომისია შექმნან, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას, ეს მათი საქმეა. უკვე შემოტანილია შესაბამისი ხელმოწერები მათი მხრიდან და კი ბატონო, შეიქმნას ეს კომისია და ჩვენც ჩავერთვებით, რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ და კომისიამ დადოს, რა შედეგი შეიძლება დაიდოს. მარტივად შეგვიძლია შევთანხმდეთ, ჩვენ, საზოგადოება, ჟურნალისტები, როცა ვიღაც რაღაცას ლაპარაკობს, შესაბამისი მტკიცებულებები მოვთხოვოთ ხოლმე, თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ ბევრი რაღაც თქვათ, მაგრამ თუ მტკიცებულებას არ წარმოადგენთ, ჰაერში გაბნეულ ამბად დარჩება.

ნათქვამს, რაღაც ფაქტით გამყარება ხომ სჭირდება. მაგალითად, სამმა ადამიანმა ახლა პირი რომ შეკრათ და რაღაცები ილაპარაკოთ ერთმანეთის თანხვედრაში მოსული, ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება მაინც ხომ სჭირდება ამ ყველაფერს. ანუ ჩვენ რას მივეჩვიეთ იცით წლების განმავლობაში - „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათი აგენტები, მათი გარე სპიკერები რაღაცებს ლაპარაკობენ და შემდეგ ცდილობენ ამ ყველაფრის ფაქტად წარმოჩენას. ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება ოდესმე გინახავთ, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რაიმე ფაქტით გამყარებული გინახავთ? ნალაპარაკები არ არის ფაქტი, ამ მოცემულობაზე შევთანხმდეთ. ვინ რა დაუდასტურა ერთმანეთს და როგორ შეთამაშდნენ აგენტები, გარე სპიკერები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ, ყოველთვის ვითხოვთ ფაქტს და მტკიცებულებას. ჩვენი მხრიდან რაღაც ინფორმაცია რომ ვრცელდება ხოლმე, კონკრეტული ფაქტებით ხომ გელაპარაკებით, ასეთივე ფაქტებით ხომ შეუძლიათ მათაც ილაპარაკონ, მაგრამ არ შეუძლიათ, ეს არის პასუხი ყველაფერზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა