BBC - კრემლი აცხადებს, რომ საბრძოლო ასაკის მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა

კრემლი აცხადებს, რომ საბრძოლო ასაკის მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ამის შესახებ ბრიტანული BBC-ი წერს.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო გამოძახების ფონზე, მამაკაცები ცდილობდნენ ომს გაექცნენ.

„ზოგიერთმა თვითმხილველმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგი დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძის მქონედ შეაფასა, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის თქმით, საზღვრის გადაკვეთას შვიდი საათი დასჭირდა“ , - წერს BBC-ი.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. გამოცემა იქვე დასძენს, რომ ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1,300 კმ-იანი საზღვარი აქვს, მოგზაურობისთვის ვიზას ითხოვს.

ამასთან, BBC-ი იტყობინება, რომ სხვა მიმართულებებზე, როგორიცაა სტამბოლი, ბელგრადი ან დუბაი, საჰაერო გზით მოგზაურობისთვის ბილეთების ფასები სამხედრო გაწვევის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი მიმართულება კი მთლიანად გაიყიდა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო