ლევან ხაბეიშვილი -  გულწრფელად ვწუხვარ ნიკა მელიას განცხადების გამო - იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რეჟიმი დასუსტებულია, ისრების გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან არასწორად მიმაჩნია

გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო , - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მისი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ნახსენებ „მოოლიგარქო ტიპაჟებში“ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იგულისხმა.

ხაბეიშვილის შეფასებით, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

„იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული. მეტიც, მისი თანაგუნდელები, მათ შორის მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს, ამ დროს ისრების გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც კონკრეტულად კეზერაშვილზე არის საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი. ეს არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად ეს ადამიანიც [კეზერაშვილი] არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ. ასევე ევროპულ რეზოლუციაში წერია, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მისი მოკავშირე, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა