არმაზ ახვლედიანი წულუკიანს - ქალბატონო თეა, სტრასბურგში ამდენწლიანი ცხოვრების, იქ შრომის შემდეგ, ნუთუ ვერ დაინახეთ, რა პოლიტიკას ატარებს საფრანგეთის სახელმწიფო კულტურის სფეროში?

ქალბატონო თეა, სტრასბურგში ამდენწლიანი ცხოვრების, იქ შრომის შემდეგ, ნუთუ თქვენ ვერ დაინახეთ, რა პოლიტიკას ატარებს საფრანგეთის სახელმწიფო კულტურის სფეროში? სტრასბურგში სიძველე შენარჩუნებულია, ამ დროს ზოგჯერ სტრასბურგიდან ბათუმში ჩადიხარ, შენს მშობლიურ ქალაქში ბრუნდები და ყოველ ჯერზე ხდება სიმახინჯე, - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში უსმენენ.

დეპუტატმა მინისტრს ბათუმის ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განგაშის ზარის შემოკვრისკენ მოუწოდა.

„ქალბატონო თეა, ამ დარბაზში სხვებიც არიან, მაგრამ თქვენ ალბათ ხართ ერთ-ერთი მაინც პირველი, ვინც ყველაზე უკეთ იცნობს ევროპის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ დედაქალაქს - ქალაქ სტრასბურგს, იცის მისი სულისკვეთება და მე მინდა თქვენ მოგმართოთ - სტრასბურგში ამდენწლიანი ცხოვრების, იქ შრომის შემდეგ, ნუთუ თქვენ ვერ დაინახეთ რა პოლიტიკას ატარებს საფრანგეთის სახელმწიფო კულტურის სფეროში, თუნდაც ამ ერთ ქალაქში, ერთ რეგიონში. რანაირადაა შენარჩუნებული კულტურული მემკვიდრეობა სტრასბურგში. ჩადიხარ წლიდან წლამდე და ხედავ რომ შენარჩუნებულია სიძველე. სიახლეცაა, მაგრამ სიძველე დაზიანებული არ არის. ეს ხომ უნიკალური გამოცდილებაა. ამ დროს ჩადიხარ ზოგჯერ სტრასბურგიდან ბათუმში, ბრუნდები შენს მშობლიურ ქალაქში და ყოველ ჯერზე ხდება სიმახინჯე, თანაც იმის ხარჯზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის აქა იქ დარჩენილი ძეგლიც კი მიწასთან გასწორებულია, განადგურებულია. ეს ხომ ტრაგედიაა. მე მოგიწოდებთ თქვენ, რომ როგორც კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ამ ყველაფრის შემდეგ, ბათუმის ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განგაშის ზარი შემოკრათ,“ - მიმართა არმაზ ახვლედიანმა მინისტრს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს