თბილისში ირანელი ქალების მხარდაჭერი აქცია გაიმართა

პარლამენტის წინ საქართველოში მცხოვრებმა ირანის მოქალაქეებმა ირანელი ქალების მხარდამჭერი აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირანში პოლიციის სპეციალური დანაყოფები პირდაპირ ქუჩაში უსწორდებიან ქალებს, რომლებსაც არ სურთ ჰიჯაბის ტარება.

მათივე თქმით, ირანში უამრავ ქალს არ სურს ჰიჯაბის ტარება. მათი თქმით, ჰიჯაბი არ არის ირანელი ხალხის კულტურა.

“ისლამურმა სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ჰიჯაბის ტარება და ქალებისთვის თმების დამალვა გახდა სავალდებულო. ირანელ ხალხს არ სურს არსებული მმართველობა და თითქმის ყოველდღე გამოდიან აპროტესტებენ.უამრავი შემთხვევაა, როდესაც ქუჩაში გამომსვლელებს კლავენ კიდეც”,- აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები ჰქონდათ მოტანილი, წარწერებით - “ ქალი, ცხოვრება, თავისუფლება!”, არა ისლამისტურ რესპუბლიკას!”, “შეწყვიტეთ მკვლელობა, შეწყვიტეთ დედების დაპატიმრებები!”.

პარლამენტის წინ, საქართველოში მცხოვრებ ირანის მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციას მოძრაობა"სირცხვილია" , საქართველოს მოქალაქეები, აქტივისტები შეუერთდნენ.

ირანში, საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. ამინის ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ცხედრის ნახვის ნებართვა ვერ მიიღეს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა