რომან გოცირიძე თეა წულუკიანს - თქვენი ომახიანი ხმა ჩაქრა და ცოტა უცნაურია

აკრიტიკებდით ბევრ სფეროს, ოღონდ პასუხისმგებლობა ვიღაცებისკენ გადაგქონდათ, როდესაც პასუხისმგებლობა არის თქვენი, როგორც მინისტრის , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

გოცირიძე დაინტერესდა სპორტის სასახლით, რომლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 71 მილიონი იყო, ბოლოს რატომ დაჯდა 96 მილიონი და ვინ იპარავს ფინანსებს.

„ქალბატონო თეა, თქვენ ყველაზე ამაყად და ომახიანად ილაპარაკეთ „ევრობასკეტზე“, მაგრამ მერე თქვენი ომახიანი ხმა ჩაქრა და ცოტა უცნაურია, ნაცვლად წინა გამოსვლებისა, რომ წარმატებები გამოგეცხადებინათ, აკრიტიკებდით ბევრ სფეროს, ოღონდ პასუხისმგებლობა ვიღაცებისკენ გადაგქონდათ, როდესაც პასუხისმგებლობა არის თქვენი, როგორც მინისტრის. მინისტრი არის მენეჯერი რომელსაც აქვს ერთი დიდი ბერკეტი - ფული. თქვენ თქვით, რომ 96 მილიონი ლარი დაიხარჯა სპორტის სასახლეზე, სამარცხვინოდ, სასაფლაოში, რომ ჩადგით. ის ისტორია არ გახსოვთ იქვე, რომ „ველოტრეკი“ იყო კომუნისტების დროს და იტალიელმა სპორტსმენებმა უარი, რომ თქვეს შეჯიბრებაში მონაწილეობაზე როდესაც იქ, სასაფლაოს ირგვლივ მხიარულება და პრიზების გადაცემა იყო. იმის შემდეგ არც ყოფილა ის შეჯიბრება. ეს საბჭოთა კავშირის დროს მომხდარი ინციდენტი იყო და თქვენ ისიც არ გაითვალისწინეთ და სამარცხვინოდ, არამორალურად მოიქცა მთავრობა. 71 მილიონი იყო ამ პროექტის ღირებულება 96 მილიონი დაჯდა ბოლოს. თქვენ მიბაძეთ თბილისის მერიის მეთოდებს - გამოაცხადებენ გზის რემონტის ტენდერს, შეაქვს ნაცნობ კომპანიას არარეალური განაცხადი, იგებს ტენდერს და იცის, რომ აუცილებლად წაუმატებენ, როგორც წაუმატეს ჭავჭავაძის გამზირს, მელიქიშვილის გამზირზეც ასე მოხდება და ნახავთ თუ მეტი არ დაჯდება ისევე, როგორც ყველა პროექტში, ვინაიდან შეკრული არიან. 25 მილიონი დაჯდა მეორე ოლიმპიური სასახლე იქვე. ამ ფინანსებს ვინ იპარავს? ნუთუ 25 მილიონიანი აცდენა შეიძლება მოუვიდეს მთავრობას 70-მილიონიან პროექტში? ეს არის ქურდობა და ცეცხლი, რომ მოეკიდა ალბათ, იმ ცეცხლს გააფორმებდნენ 10 მილიონად.

ფეხბურთის განვითარების ფონდზე ილაპარაკეთ ოღონდ გადაკვრით, კრიტიკულად. ფეხბურთზე საუბრისას კენჭებს სადღაც ისროდით, მე კი ვხედავ თქვენი კენჭების ტრაექტორიას, გააკრიტიკეთ ვითომ. 200 მილიონზე მეტი დაიხარჯა ფეხბურთზე როდესაც ჩვენზე ღატაკი ქვეყნები ევროპაში, ყველაზე ღარიბი ქვეყანა მოლდოვა და სომხეთი ევროპალიგის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. სპორტი არ ვიცი გესმით თუ არა მაგრამ „პიუნიკი“ გაგიგიათ? კონფერენსლიგაზე მონაწილოებს და სილოვანს, სადაც 3 საქართველოს ნაკრების წევრი თამაშობს, მოუგო 2:0, გაგიგიათ მოლდოვური კლუბი „შერიფი“, რომელმაც რეალის მადრიდს მოუგო და ევროპალიგაში თამაშობს?, გაგიაგიათ აზერბაიჯანული გუნდები? - ესენი ხომ ღარიბი ქვეყნები არიან, სად მიდის ეს ფული? მიდის კორუფციაში და თავმოუბმელობაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა