ადვოკატი „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიას ფოტოსურათს აქვეყნებს, სადაც მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას ერთ-ერთი ადვოკატი, ლევან ჭელიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფოტოსურათს ავრცელებს, სადაც ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულმა აღნიშნული დაზიანებები დაკავების მომენტში მიიღო და იქვე დასძენენ, რომ ნარსიას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. მას ბრალდებაც ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

ცნობისთვის, გრიგოლ ნარსიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერს, ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლნ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო