ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან გამართა, სადაც მინისტრებმა ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა აღნიშნეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მხრივ უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული თვალსაზრისით. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე.

მათივე ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა