თეა წულუკიანი ელისაშვილს - მე არ ვარ, არც BBC-ი და არც Reuters-ი - უძველესი ადამიანის კბილი ამოიღეს, პრეზენტაცია გააკეთეს და ადამიანმა წაიღო სახლში, ეს კომპეტენტურობაა?

არქეოლოგიური გათხრა, თუკი მასში ოდესმე მონაწილეობა მიგვიღია ვიცით, რომ ექსპედიციაში ვის შეხვდება აღმოჩენა, არ იცი, შესაბამისად, ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის აღმოჩენა, რომლის გათხრებზე ნებართვა გავეცით ჩვენ, - ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას,“როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თქვენ მიერ გაშვებულმა რამდენიმე არქეოლოგმა, რამდენიმე თვეში დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანში მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა“.

წულუკიანის თქმით, ასეთი აღმოჩენა თუ გაკეთდა სად არის ? მუზეუმში შემოტანილი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი პოლიტიკური შოუ.

მისივე თქმით, ეს ის მუზეუმია, რომლის ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა უკვე გარეთ არის, 3000-მდე ექსპონატი აქვთ დაკარგული.

„ბატონმა ალეკომ კითხვა დასვა ასე „ყველა ამაზე საუბრობს, BBC და Reuters -ც და თქვენ ამაზე არ საუბრობთ“. ჯერ ერთი, მე არ ვარ, არც BBC-ი და არც Reuters-ი. ამ ქვეყანაში BBC-ი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და Reuters -ი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველაზე მაგარი არხი არის „მთავარი“ . ერთმაც გააშუქა და მეორემაც, საკმაოდ მსუყედ, შესაბამისად, მე მათ ვერ ჩავანაცვლებ.

კბილი, მართლაც ამ არაკომპეტენტურებმა კი არ აღმოაჩინეს, კბილი აღმოაჩინა ერთმა უცხოელმა სტუდენტმა. არქეოლოგიური გათხრა, თუკი მასში ოდესმე მონაწილეობა მიგვიღია, ვიცით, რომ ექსპედიციაში ვის შეხვდება აღმოჩენა, არ იცი. შესაბამისად, ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის აღმოჩენა, რომლის გათხრებზე ნებართვა გავეცით ჩვენ. ნებართვა გავეცით, იმიტომ რომ ვთვლიდით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რა არის საყვედურის შინაარსი. ბატონო, ალეკო, მე თქვენ , როგორც კულტურის მოამაგეს ისე გიცნობთ. თქვენ კომპეტენტურად თვლით ადამიანს, რომელიც იყო და ჯერ კიდევ არის ამ ექსპედიციის წევრი?

ეს კბილი გახლავთ უძველესი ადამიანის კბილი, ამოიღეს, პრეზენტაცია გააკეთეს და შემდეგ ამ ადამიანმა წაიღო სახლში, ეს კომპეტენტურობაა? როდესაც ტელევიზიით აჩვენეთ და „აი, ნახეთ, მე კბილი აღმოვაჩინე, ვარ კომპეტენტური?!“ ეს არის შოუ, ჩვეულებრივი იაფფასიანი პოლიტიკური შოუ. ასეთი აღმოჩენა თუ გაკეთდა, სად არის ? მუზეუმში შემოტანილი არ არის. პარალელურად ჩვენ ვიცით, რომ ეს ის მუზეუმია, რომლის ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა უკვე გარეთ არის , 3000-მდე ექსპონატი აქვთ დაკარგული. რა თქმა უნდა, მე ყურადღებით ვარ. კულტურული მემკვიდრეობის გენერალურმა ინსპექციამ კონკრეტული პირის სახლიდან, ტანსაცმლის კარადიდან, ამოიღო ეს კბილი, ეს კომპეტენტურობაა? მე არ ვთვლი რომ ეს ასეა, შესაბამისად, ჩვენ არც ერთი კომპეტენტური თანამშრომელი არ გაგვითავისუფლებია. ჩვენ განვათავისუფლეთ არა ერთი თანამშრომელი, რომელიც ჩვენი გადასახედიდან არაკომპეტენტური იყო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს შემდეგი კითხვა დაუსვა: „როგორ მოახერხეს თეა წულუკიანის მიერ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა დმანისში ისტორიული აღმოჩენის გაკეთება, მაშინ როდესაც მინისტრო მათი გათავისუფლების მიზეზად ნეპოტიზმსა და არაპროფესიონალიზმს ასახელებს“.

"თუ უცოდინრები იყვნენ და არაპროფესიონალები, ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენას როგორ გააკეთეს და მეორე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ აღმოჩენაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს გარდა. რატომ სდუმხართ? ნუთუ თქვენთვის არ არის ეს აღმოჩენა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც BBC-სთვის და Reuters-ისთვის“,- განაცხადა ელისაშვილმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა