სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა.

„დღეს არის მცდელობა, თავს მოგვახვიონ სრულიად განსხვავებული ნარატივი რუსული აგრესიის შესახებ, როგორც ყველა ტრაგედიის საწყისი” , - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა უკრაინისა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობაზე ისაუბრა და უკრაინა “ტოტალიტარულ“ ქვეყნად მოიხსენია.

რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ "შეშფოთებულია უკრაინის მიერ ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების ბედით".

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ მას "უნდობლობა" აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობისადმი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს