ნინო ბურჯანაძე - იძახდნენ, ცხელი შემოდგომა იქნებაო, ერთი თვე უკვე  გავიდა და რაღაც არ ცხელა - თუ გვინდა, ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ, ეს ამ შემოდგომაზე უნდა მოხდეს

ხომ იძახდნენ ცხელი შემოდგომა იქნებაო, შემოდგომის ერთი თვე უკვე გავიდა და რაღაცა არ ცხელა, როდის აპირებენ ცხელი შემოდგომის დაყენებას?, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ოპოზიციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ის ნაწილიც კი აღარ ლაპარაკობს ერთმანეთში, რომლებიც „მეტ-ნაკლებად ერთად ჩანან ხოლმე“.

„ხომ იძახდნენ ცხელი შემოდგომა იქნებაო, შემოდგომის ერთი თვე უკვე გავიდა და რაღაცა არ ცხელა, პოლიტიკურად ვგულისხმობ და როდის აპირებენ ცხელი შემოდგომის დაყენებას? ოქტომბერი და ნოემბერი დარჩა, დღეს უკვე უნდა იგრძნობოდეს პოლიტიკურ სპექტრში, უნდა იყოს მიმდინარეობდეს გამალებული კონსულტაციები და სამწუხაროდ იცით, ვფიქრობდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ეგება ისინი მაინც მართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს-მეთქი და რამე ჭკვიანური მოაფიქრდეთ-მეთქი, მაგრამ ყველა ინფორმაცია, მათ შორის პირადი საუბრები, პირადი შეხვედრები და ა.შ. ამბობს იმას, რომ პრაქტიკულად ერთმანეთშიც არ ლაპარაკობენ ის პარტიები, ვინც მეტ-ნაკლებად ერთად ჩანან ხოლმე და ასე ვერაფერს ვერ მიაღწევს ოპოზიცია, გამორიცხულია. 59% ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში თავის თავს და თავის სურვილებს და თავის სურვილებს, ეს 59% არის პოტენციური ამომრჩეველი ოპოზიციის, მაგრამ ისინი არჩევნებზე შეიძლება საერთოდ არ მოვიდნენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში „თან არის და თან არ არის“, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ცალკე ოთახში მართავენ მოლაპარაკებებს.

„დასავლეთის თვითმიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაც ვიღაცასთან დაჯდეს, დასავლეთის მზიანია ის, რომ შედეგი იქნეს მიღწეული და შედეგს ამ გზით ვერ აღწევ და ვერ აჯენ „ქართლ ოცნებას“ და არ უჯდები... ან მაშინ დაუჯდნენ ამ „ქართულ ოცნებას“ ბატონო მოლაპარაკებებზე, თან არიან პარლამენტში, თან არ არიან. არიან პარლამენტში და ცალკე ოთახებში მართავენ შეხვედრებს, აზრი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკსო და აბა, აზრი თუ არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკს რას გვათამაშებთ მართლა?

იყვნენ ბატონო იმ პარლამენტში, არ არის პრობლემა, აწი გინდა იყვნენ, გინდა არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ, ეს ამ შემოდგომაზე უნდა მოხდეს, თორემ გაისად გაზაფხულის ბოლოს თუ ვადამდელი არჩევნები მოიპოვე, მერე როდის უნდა დაინიშნოს ერთ წელიწადში ხომ არჩევნებია? ანუ გადამწყვეტია ახლა ეს შემოდგომა და 2023 წლის ადრე გაზაფხული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს ვადამდელი არჩევნები არ სურს და მათ არჩევნებზე აღებული 2-3% აღიარეს, რადგან როდესაც ნიკა მელიამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დააყენა ოპოზიციური პარტიები დაესივნენ და „დაკორტნეს“.

ნიკა მელია გამოვიდა, ერთი სიტყვა თქვა, ვადამდელი არჩევნებიო და დაესივნენ, დაკორტნეს ლამის ვადამდელი არჩევნების გამო, ოღონდ ეს ის პარტიებია და ის პარტიები დაესივნენ, რომლებიც თავიდან იძახდნენ არჩევნები გაგვიყალბესო, მაგრამ თავისი ყოფნით პარლამენტში აღიარეს, რომ 2-3 პროცენტი მიიღეს იმ ფონზე, რომ ათობით მილიონი დახარჯეს. მე არ ვაღიარებ იმ პროცენტს, რაც დამიწერა „ქართულმა ოცნებამ“ და ძალიან ამაყად შემიძლია ამიტომ ვილაპარაკო და ვინც 2 და 3% აღიარა იმით, რომ პარლამენტში დასხდნენ, ყველა ჭკუას ნუღარ გვასწავლიან. ყოველთვის მომხრე ვიყავი და ყოველთვის მომხრე ვიქნები დიალოგის, მოლაპარაკების, მაგრამ დიალოგს უნდა ორი მხარე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო