თეა წულუკიანი რომან გოცირიძეს - გცალია და კარგ ხასიათზეც ხარ

როცა მინისტრი ხარ და საქმე გაქვს, ხანდახან ტონში დაღლაც შეგეპარება, ალბათ, და როცა კუპონების ბეჭდვის მეტი არაფერი გიკეთებია ცხოვრებაში და პარლამენტშიც ზიხარ და ვერ გაგიგია რისთვის ზიხარ, რა თქმა უნდა, რიხიც მეტი გაქვს,- ასე უპასუხა პარლამენტში პლენარულ სხოდმაზე მინისტრის ფარგლებში“ მისულმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს განცხადებაზე, რომ მინისტრს ფედერაციებზე საუბრისას ომახიანი ხმა ჩაუქრა.

წულუკიანის თქმით, როცა პოლიტიკოსი ვერ იგებს ბოიკოტი გამოაცხადოს თუ არა და 12-პუნქტიან გეგმზე მუშაობას შეუერთდეს თუ არა, „მას სცალია კიდეც და კარგ ხასიათზეცაა“.

„როცა მინისტრი ხარ და საქმე გაქვს, ხანდახან ტონში დაღლაც შეგეპარება, ალბათ, და როცა კუპონების ბეჭდვის მეტი არაფერი გიკეთებია ცხოვრებაში და პარლამენტშიც ზიხარ და ვერ გაგიგია რისთვის ზიხარ, რა თქმა უნდა, იქ გცალია, რიხიც მეტი გაქვს და ნაკვებიც კარგად ხარ, დასვენებულიც. ისიც ვერ გაგიგია ბოიკოტი გამოაცხადო - არ გაოაცხადო, 12 პუნქტიან გეგმაზე ჯოჯოხეთურ შრომას რომ ეწევა , აქეთ ფლანგზე მჯდარი ხალხი, შეუერთდე- გამოუერთდე ვერ გაიგე, რა თქმა უნადა, გცალია და კარგ ხასიათზეც ხარ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა