ხატია დეკანოიძე  - არავითარი განხეთქილება არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა - ეს არ არის „ქართული ოცნება“, სადაც „ჩათში“ წერენ გზავნილებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს.

როგორც დეკანოიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, პარტია დიდია და შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა.

„არავითარი განხეთქილება არ არსებობს პარტიაში. მესმის ჩვენი „კეთილის მსურველების“ მათ უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. ჩვენი გულანთებული მომხრეების კრიტიკა მისაღებია. ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და სხვა გადახრა-გადმოხრა არ იძლევა რეალურ შედეგს.

შეიძლება პარტიაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა. დამერწმუნეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რაც მომხდარა და ხდება ხოლმე. პარტია დიდია ძალიან. რეალურად ჩვენს პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ერთ საკითხზე ერთი აზრი ჰქონდეთ, მეორეზე მეორეზე. ეს არ არის „ქართული ოცნება“ , რომლებიც ჩატში წერენ გზავნილებს. ჩვენი შეგნებული დამოკიდებულებით ვართ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი გვსურს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისადმი მათივე პარტიის წევრების კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი და დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიაც ამას იზიარებს.

"მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკაც {მელია} ამას იზიარებს, ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით. რაც შეეხება კეზერაშვილს ის არის კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და მე კრიტიკულ მედიას დემოკრატიის ჭრილში, ამ ქვეყნისთვის ვუყურებ მნიშვნელოვნად. სხვა ჭორებს , რაც შეეხება კომენტარს არ გავაკეთებ. ვფიქრობ , რომ სხვა მიმართულებით საუბარი ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნიკასი, ჩვენი მეგობრების, ყველასი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა