ნინო დოლიძე - „სამართლიან არჩევნებს“ ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს აქციებთან დაკავშირებით - იქ ვიდექით, რადგან ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ევროპული მომავალი

ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს „სამართლიან არჩევნებს“ აქციებთან დაკავშირებით , - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, აუდიტი ყველაფერთან დაკავშირებით ტარდება და ასე, რომ არ იყოს, მათ არც ერთი თეთრი არ ექნებოდათ.

„აფილიაცია ხდება თითქოს ვინმეს მხარეს ხარ ან ვინმეს წინააღმდეგ, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციიდან გამომდინარე. პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი თუ ვინმეს ექნება სამოქალაქო საზოგადოებაში იქნება თუ სხვაგან, მე მგონი ამის პრობლემა არავის არ აქვს.

ჩვენ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული გვაქვს ჩვენი წლიური ანგარიშები და განთავსებული გვაქვს ყველა მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტი და ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ვაწერთ კიდეც. ასევე, ცხადია, არც ერთი ორგანიზაცია არ დაგაფინანსებს თუ შესაბამისი აუდიტი არ გაქვს ჩატარებული. ჩვენ ჩატარებული გვაქვს ორი ტიპის აუდიტი - ერთი როდესაც ჩვენ თვითონ ვატარებთ და მეორე არის დონორი ორგანიზაციები და ცხადია, ყველაფერთან დაკავშირებით ტარდება აუდიტი და ასე, რომ არ იყოს არც ერთი თეთრი არ გვექნებოდა“, - განაცხად ნინო დოლიძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 74 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო და აღნიშნა, რომ ეს თანხა მანიპულაციურად იყო გამოტანილი.

„დააჯამეს ათი ორგანიზაციის 10 წლის საქმიანობა და გადაიყვანეს ლარებში, თეთრებში, რომ გადაეყვანათ უფრო მეტი გამოვიდოდა. ჩემს ორგანიზაციაზე ვიტყვი, რომ 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 8 ეროვნული არჩევნები ჩატარდა, მეორე ტური რომ არ ჩავთვალოთ და ათასობით დამკვირვებელზეა საუბარი და ეს თანხებია დათვლილი. ცხადია „მდიდარი არასამთავრობო“ არ არის სწორი, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამწუხაროდ საქართველოში ხალხს უჭირს. ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს „სამართლიან არჩევნებს“ აქციებთან დაკავშირებით ჩვენ იქ ვიდექით იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა, როგორც ქართველი ხალხის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი“, - განაცხადა დოლიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა