საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპარლამენტის  წევრები სტუმრობდნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპარლამენტის წევრები: საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავმჯდომარის მოადგილეებმა - ვასილ როინიშვილმა და მანანა კობახიძემ უმასპინძლეს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დელეგაციის წევრებთან საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი, მათ შორის, შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და სასამართლო ხელისუფლების როლს ევროპის კავშირთან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა